“ბრუკლინ ნეთსის” ცენტრი ბრუკ ლოპესი და “გოლდენ სტეიტ უორიორზის” გამთამაშებელი სტივენ კარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
ლოპესის დახმარებით, “ნეთსმა” კვირის 4 მატჩიდან 3 მოიგო. ბრუკის საშუალო მონაგარი 28.8 ქულა, 8.5 მოხსნა და 2.25 დაფარება გახლდათ. “უორიორზმა” 4-ვე თამაშში იმარჯვა, კარი კი საშუალოდ 30.0 ქულას და 8.0 პასს აგროვებდა.
კვირის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას დენის შრიოდერი (“ატლანტა”), ნიკოლა მიროტიჩი (“ჩიკაგო”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), დეანდრე ჯორდანი და კრის პოლი (ორივე – კლიპერსი), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”), დემარკუს კაზინსი (“საკრამენტო”) და კავაი ლენარდი (“სან ანტონიო”) აცხადებდნენ.