კალათბურთი

14:34 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას პასი ტოპ-ათეულის პირველ ადგილზეა

ზაზა ფაჩულიას შედეგიანი გადაცემა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის საუკეთესო პასების ტოპ-ათეულში პირველ ნომრად შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა “მაიამი ჰითთან” მატჩის ბოლო წამებზე სასწაული ბურთი შემოატრიალა, მისი პასის შემდეგ კი, კრის მიდლტონმა ზედ საფინალო სირენასთან ერთად, სამქულიანი ჩააგდო და “მილუოკი ბაქსმა” პრინციპული მატჩი მოიგო – 89:88.

ამ დროისთვის, ფაჩულიას საშუალო მონაგარი 8.4 ქულა, 6.8 ჩაჭრა და 2.4 პასია (მარტში, 11.2 ქულა, 8.7 მოხსნა, 3.1 პასი და 1.3 ჩაჭრა) და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკანასკნელი 11 მატჩის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ათ ქულაზე მეტს აგდებს.

0.121335