ფეხბურთი

14:06 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა: “ნეტოს გადასვლა “იუვენტუსში”? საუკეთესო იდეა არაა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ განაცხადა, რომ ფლორენციის “ფიორენტინას” მეკარე ნეტო ტურინის “იუვენტუსში” არ უნდა გადავიდეს, მიზეზი კი ბუფონთან კონკურენციაა.

“ნეტო “ფიორენტინაში” კარგად თამაშობს და როდესაც შესანიშნავ ფორმაში ხარ შენდამი ინტერესი დიდია. მისი გადასვლა “იუვენტუსში”? ახალგაზრდა გოლკიპერს მეტოქეობის გაწევა ჯანლუიჯი ბუფონისთვის მოუწევს, ეს კი საუკეთესო იდეა არაა. ვერ წარმომიდგენია ბუფონი სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, ნეტო კი ძირითადში გახლდეთ. იტალიელი ჯერ კიდევ მშვენიერ ფორმაშია. ახალგაზრდა ტალანტმა უნდა ითამაშოს და არა ადგილს ელოდოს”, - განაცხადა დუნგამ.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ნეტომ ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 22 გოლი და 10 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოასწრო, დუნგა მას მაინც არ წყალობს და ეროვნულ ნაკრებში არ იძახებს. საფრანგეთთან და ჩილესთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიელმა სპეციალისტმა ნაკრების გაფართოებულ სიაში “ვალენსიას”, “ბოტაფოგოს” და “გრემიოს” მეკარეები დიეგო ალვეში, ჯეფერსონი და მარსელო გროხე შეიყვანა.

25 წლის ნეტოს “იებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.100983