ფეხბურთი

12:13 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” მოლაპარაკებას პასტორესთან აწარმოებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და “პარი სერ ჟერმენის” შემტევმა ხავიერ პასტორემ შესაძლოა კარიერა მადრიდის “რეალში” გააგრძელოს.

“სამეფო კლუბის” წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გახლდათ წარგზავნილი, რათა თავად პასტორეს დაკონტაქტებოდა და მოლაპარაკება ეწარმოებინა. აშშ-ში არგენტინელებმა ამხანაგური შეხვედრა სალვადორთან გამართეს, ხავიერი კი მოედანზე 78-ე წუთზე კარლოს ტევესის ნაცვლად შევიდა.

ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკების შედეგი. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 39 მატჩში 4 გოლი გაიტანა 9 საგოლე გადაცემაც შეასრულა. პასტორეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

არგენტინელი 4 წლის წინ ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და 2011 წელს ფრანგებმა “პალერმოდან” 42 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს.

0.134067