საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის თურქულ ბელეკში პოლონელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.
განვლილ მატჩში ქართველების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:
კუპატაძე, დუმბაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მოხევიშვილი, კიტეიშვილი, ბერაძე, შულაია, კერძევაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კვირკვია, ჩიხლაძე, ჭკუასელი, კილასონია.
ქართველებმა პოლონელებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა 28 მარტს ჩაატარეს, რომელშიც 1:4 დამარცხდნენ.
შეკრებაზე დევდარიანის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:
მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე “საბურთალო”).
მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა “საბურთალო”), ზურაბ მალანია (“შუქურა”), ლუკა ნოზაძე (“მეტალურგი”), გიორგი თევზაძე (“სამტრედია”), გიორგი დუმბაძე (“ლოკომოტივი”).
ნახევარმცველები: გიორგი კილასონია (“მეტალურგი”), ლადო მოხევიშვილი (“ლევანტე”, ესპანეთი), ცოტნე მესხი (“შუქურა”), ოთარ კიტეიშვილი (“დინამო” თბილისი), დემურ ჩიხლაძე (“ლოკომოტივი”).
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (“სამტრედია”), გიორგი ბერიძე, მათე კვირკვია (ორივე “ზესტაფონი”), აკაკი შულაია (“მერანი”), ბექა ჭკუასელი (“დინამო”).
ქართველებს ტრავმების გამო ბელგიის “გენკის” შემტევი ნახევარმცველი ლუკა ზარანდია და იტალიის “ემპოლის” ფორვარდი რომან ჭანტურია აკლდნენ.