ფეხბურთი

21:55 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული მხარე უეფასგან სანქციას ელის

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მომდევნო ოფიციალური შეხვედრა შესაძლოა უმაყურებლოდ ჩაატაროს. მიზეზი გერმანიასთან წაგებულ (0:2) მატჩში გულშემატკივართა მოედანზე შეჭრის ფაქტებია.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი მატჩის მსვლელობისას, მოედანზე გულშემატკივართა შეჭრის რამდენიმე ფაქტს უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ფულადი სანქციების გარდა, ეროვნულმა ნაკრებმა შესაძლოა შოტლანდიასთან გასამართი დაპირისპირება მაყურებლების გარეშე ჩაატაროს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დაადასტურა.

"მიდის საუბარი, რომ შოტლანდიასთან შეხვედრა უგულშემატკივროდ ჩატარდეს. რა თქმა უნდა ფულადი ჯარიმები იქნება, თან საკმაოდ დიდი. თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა საუბარი შსს-ს თანამშრომლებთან. მათ ამოიღეს ყველა ჩანაწერი, რომელსაც შეისწავლიან", - განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე შვიდი ქართველი ქომაგი შეიჭრა.

0.134248