დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ერთეულთა შორის, რომელსაც რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი მასპინძლობს. ნახევარფინალში ერთმანეთს მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2526) - დრონოვალი ჰარიკა (ინდოეთი, 2492) და მეორე წყვილში ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2456) - პია კრამლინგი (შვედეთი, 2495) დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში დღეს კლასიკური პარტიებიდან მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. მუზიჩუკმა და ჰარიკამ ზედიზედ მეორე ყაიმი ითამაშეს, ხოლო პოგონინამ პირველ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ დღეს შეძლო რევანშის აღება და ანგარიში გაათანაბრა. ამრიგად, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტთა ვინაობა, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდება, ხვალ ტაი-ბრეიკებზე გაირკვევა.