ფეხბურთი

19:05 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტო იმედგაცრუებულია

“მანჩესტერ იუნაიტედიდან” მადრიდის “რეალში” განათხოვრებული მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი აცხადებს, რომ ის თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

“იმედგაცრუებული ვარ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ფეხბურთელს დაემართს, ეს საკუთარი თავის რწმენის დაკარგვაა. მართალია, ზოგჯერ მომენტებს ვერ ვიყენებ, მაგრამ რწმენა და ხალხის მხარდაჭერა ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მაძლევს.

“რეალში” ჩემი მდგომარეობით იმედგაცრუებული ვარ. ვარჯიშებზე 100%-ით ვიხარჯები, მაგრამ მოედანზე გასვლის მაინც ძალიან მცირე შანსი მაქვს. დიდ გუნდში ვირიცხები, მაგრამ თამაშების დროს მისი ნაწილი არ ვარ. ასეთ სიტუაციაში, საკუთარი თავის რწმენის შენარჩუნებაში მხოლოდ გულშემატკივრები მეხმარებიან.” – განაცხადა ჩიჩარიტომ, რომელმაც “რეალის” მაისურით ჩატარებულ 20 თამაშში (5 სასტარტო შემადგენლობაში) 4 გოლი გაიტანა.

0.132004