ფეხბურთი

18:10 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედს” მირანდას გადაბირება სურს

AS.com-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” “ატლეტიკოს” 30 წლის ბრაზილიელი მცველის მირანდას გადაბირება სეზონის ბოლოს სურს. როგორც წყარო იუწყება, ფეხბურთელის აგენტს და მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას ხშირი კონტაქტი აქვთ.

მირანდას “ატლეტიკოსთან” ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება. მადრიდული კლუბი ბრაზილიელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

მანჩესტერელებს მირანდას გადაბირება გასულ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა.

მირანდა “ატლეტიკოს” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მას მადრიდულ კლუბში 111 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი.

0.117314