ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეა პირლო გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
პირლომ ტრავმა 24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “დორტმუნდთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ, 35 წლის ფეხბურთელმა ტურინელთა 6 თამაში გამოტოვა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირლო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, დღეს კი ის გუნდის დანარჩენ წევრებს შეუერთდა. მისი დაბრუნება მასიმილიანო ალეგრისთვის ძალიან კარგი ამბავია, რადგან “ბებერ სინიორას”, მოედნის ცენტრში, ძალიან უჭირს. ტურინლთა ლაზარეთში ხომ პოლ პოგბა და კლაუდიო მარკიზიო რჩებიან.