ფეხბურთი

16:45 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ბრომვიჩს” ლამბერტის შეძენა სურს

მერსისაიდული “ლივერპულის” თავდამსხმელის რიკი ლამბერტის შეძენა “ვესტ ბრომვიჩს” სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი.

“ბულბულებს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, დიდი ალბათობით საიდო ბერაჰინო დატოვებს, რომლითაც არაერთი ძლიერი კლუბია დაინტერესებული. მის შემცვლელად კი გამოცდილი ფორვარდი მოიაზრება, რომელსაც “ლივერპულის” რიგებში იშვიათად უწევს თამაში.

ლამბერტს “წითლებთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და 3.5 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.12284