ფეხბურთი

14:01 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაშ ფაბიანსკი: “წაუგებელი სერია პოლონეთის ხასიათსა და სულისკვეთებაზე მეტყველებს”

ევრო-2016 შესარჩევი D ჯგუფის ლიდერ პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ, დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის მერე თქვა, რომ წაუგებელია სერია მისი გუნდის ხასიათზე მეტყველებს.

“ვფიქრობ, არცთუ ცუდად გამოვიყურებოდით. მითუმეტეს, სტუმრად მართლაც კარგ გუნდს ვეთამაშეთ. ალბათ, მატჩის მიწურულს ცოტა კონცენტრაცია არ გვეყო და მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. საერთო ჯამში, ჩვენი თამაშით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ჩვენი წაუგებელი სერია გუნდის ხასიათსა და სულისკვეთებაზე მეტყველებს.

რთული ორთაბრძოლა იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდით ბოლო წუთებზე რა გველოდა. ირლანდიელები ზეწოლას განაგრძობდნენ და ჩვენ საჯარიმოს გადაცემებით “ბომბავდნენ”. საბოლოოდ, მატჩის მიწურულს გაგვიტანეს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. თუმცა, გამარჯვებასთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ახლა ცოტა იმედგაცრუებულნი ვართ” – იუწყება ფაბიანსკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.126224