ჩოგბურთი

13:41 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში ვერ გავიდა

საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ფრანგული კროისი-ბეაბურის 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილ ქართველ ჩოგბურთელს ვეტერანი ტამარინე ტანასუგარნი დაუპირისპირდა. ტაილანდელმა, რომელსაც მაისში 38 წელი უსრულდება, სოფოს 6:1, 6:3 სძლია.

შაფათავას ჯერაც წინ აქვს წყვილთა შეჯიბრის მატჩი. ის და რუსი მარინა მელნიკოვა ძალებს ბრიტანულ-ჩეხურ დუეტთან (ბროადი-კრისტინა პლისკოვა) მოსინჯავს.

იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში იმყოფებიან ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარია. წინასწარი ინფორმაციით, გორგოძე პირველ ნომრად იქნება განთესილი, ქვაცაბაია კი – მეორედ.

0.10949