ფეხბურთი

13:31 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორდონ სტრაჩანი: “ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მთავარია”

შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა ევრო-2016-ის შესარჩე ციკლში შინ გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვების (6:1) შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდი ჯერ კიდევ საკუთარი თამაშის ძიებაშია.

“ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მთავარია. მატჩის განმავლობაში ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეჩვენებოდა მეტოქე ცალი ფეხით უნდა დაგვემარცხებინა. როგორც თამაშის საწყისმა ნახევარმა საათმა აჩვენა, ასე გამარჯვება რთული იქნებოდა. გიბრალტარი მხოლოდ დაცვაში არ იდგა და ცდილობდა ძალიან ხისტად ეპასუხა.

მსურს მეტოქე გუნდს გატანილი გოლი მივულოცო, რომელიც დაიმსახურეს. ახლა, ყველა ჩვენს მეკარე მარშალზე გაიცინებს. ვფიქრობ, მის სახელსა და გვარს სხვადასხვა ვიქტორინებში ვნახავთ.

ვერ გეტყვით, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ერთბაშად 6 გოლი გავიტანეთ, რაც ძალიან დიდი ხანია არ გაგვიკეთებია. ვფიქრობ, აქამდე ჩვენს მიერ ჩატარებული ყველა მატჩი თამაშის ხარისხით საშინელი იყო, მაგრამ საკუთარ თამაშს ვეძებთ და პარალელურად ქულებს ვიღებთ.

უნდა გვესმოდეს, რომ მეტოქე თავის საჯარიმოში მხოლოდ იმიტომ არ ჩაიკეტება, რომ შოტლანდია ვართ. არამედ, შეეცდება შეგვიტიოს და გოლები გავიტანოს” – იუწყება სტრაჩანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

შოტლანდია და გიბრალტარი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.

0.120087