თამაშგარე

10:52 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდრა მარინოვიჩმა პანდევი უარყო

სლოვენიელი მოდელი, სანდრა მარინოვიჩი ბოლო დროს ევროპული ბულვარული მედიის საკბილო გახდა. ეს ტანკენარი გოგონა თურმე ცნობილ მაკედონიელ ფეხბურთელთან, გორან პანდევთან ერთად რესტორანში ნახეს და ამ ფაქტს ბუნებრივია ჭორთა კორიანტელი მოჰყვა.

სანდრა მარინოვიჩი განმარტავს, რომ ის გორან პანდევს ნამდვილად იცნობს და რესტორანშიც იყო მასთან ერთად, თუმცა მათ გარდა, იმ დიდ “პურიჭამაზე” გორანისა და მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ და საერთოდ, მარინოვიჩის თქმით, პანდევის ინტერესის საგანს არა ის, არამედ სულ სხვა ქალი წარმოადგენს.

სანდრა მარინოვიჩის სიტყვები შესაძლებელია სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ მოდით ამ “ყვითელ” მოკალმეებსაც გავუგოთ. როგორ გინდა ჭორის დასაწერად არ წაგიცდეს ხელი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ცნობილი ფეხბურთელი ასეთ ხელიხელსაგოგმანებ ქალთან ერთად ნახე. სკანდალი სხვა კი არაფერია?!...

0.17745