“ფენერბაჰჩე” მზადაა “მანჩესტერის” 31 წლის ჰოლანდიელი შემტევი, რობინ ვან პერსი გადაიბიროს. თურქულ კლუბი რობინს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ვან პერსის “წითელ ეშმაკუნებთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.