საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს “დინამო არენაზე” გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს.
მატჩის დაწყებამდე კახა ცხადაძის და იოახიმ ლიოვის სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, მახარაძე, კანკავა, ოქრიაშვილი, კობახიძე, მჭედლიძე.
გერმანია: ნოიერი, ჰექტორი, ჰუმელსი, ბოატენგი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, რუდი, კროოსი, გიოტცე, მიულერი.