Sport.es-ის ცნობით, “ბარსელონა” “იუვენტუსის” 30 წლის ესპანელი ფორვარდით, ფერნანდო ლორენტეთი დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, ტურინული კლუბი მზადა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლორენტე გუნდიდან გაუშვას. “იუვენტუსი” ბასკ შემტევს 12 მილიონ ევროდ აფასებს.
ფერნანდო ლორენტე “იუვენტუსის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს, 57 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.