ფეხბურთი

13:46 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი თანამდებობაზე დარჩება

“მანჩესტერ სიტის” ჩილელ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის ყველა შანსი აქვს იმისათვის, რომ დაკავებული თანამდებობა შეინარჩუნოს.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერელები მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის იწვევენ, თუმცა The Telegraph ირწმუნება, რომ 61 წლის სპეციალისტი თანამდებობას შეინარჩუნებს, თუ გუნდი ინგლისის პრემიერლიგას ღირსეულად ჩაამთავრებს და მეორე ადგილს შეინარჩუნებს.

სიტუაცია იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ ხოსეპ გვარდიოლა მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნს” დატოვებს, მაგრამ ეს ძნელად სავარაუდოა და ამიტომ, “სიტის” ხელმძღვანელობა 2016 წლის ზაფხულს დაელოდება, როდესაც გვარდიოლასა და პელეგრინის კლუბებთან კონტრაქტები ეწურებათ.

“სიტი” დიეგო სიმეონეთიც იყო დაინტერესებული, მაგრამ არგენტინელმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა და ამით ყოველგვარ ჭორებს ბოლო მოუღო.

0.110898