ფეხბურთი

12:26 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

როი ჰოჯსონი: “რუნი ჩარლტონს ჯერჯერობით ვერ შეედრება”

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი გამოსვლის შემდეგ გახდება უეინ რუნი ინგლისისთვის ისეთივე ლეგენდა, როგორიც სერ ბობი ჩარლტონია.

“მანჩესტერ იუნაიტედის” 29 წლის ფორვარდს მხოლოდ ორი გოლი აქვს გასატანი, რათა ჩარლტონის სარეკორდო მიღწევა გაიმეოროს და ნაკრების მაისურით 49 გატანილი გოლი მოაგროვოს. ამრიგად, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, უეინი ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი უახლოეს დღეებში გახდება. თუმცა, 1966 წლის წლის მსოფლიოს ჩემპიონ ბობი ჩარლტონისგან განსხვავებით, რუნი დიდ სანაკრებო ტურნირზე წარმატებით ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი ინგლისის საფეხბურთო ისტორიაში რუნის განსაკუთრებულ როლს ეჭვქვეშ არ აყენებს.

“იმისათვის რომ ბობი ჩარლტონს შეედაროს, ფეხბურთელმა უნდა მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებას ევროპის, ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. რუნი ყოველთვის ემახსოვრებათ. ჩვენ ბევრი არ გვყავს ისეთი ფეხბურთეკლები, რომელთაც ნაკრებში 100-ზე მეტი თამაში აქვთ ჩატარებული და ის მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაყავთ. ასე რომ ასაღელვენელი არაფერია, რუნი დაამახსოვრდებათ.” - თქვა როი ჰოჯსონმა.

0.115468