ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის თქმით, იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში დანი უელბეკის თამაში გამორიცხულია. ლონდონის “არსენალის” მოთამაშე ტრავმირებულია, მას მუხლი აწუხებს. უელბეკის მსგავსად ტურინულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ რაჰიმ სტერლინგი, ლეიტონ ბეინსი და ჯეიმს მილნერი.
“ჯეიმსმა დაგვტოვა, გადავწყვიტეთ სახლში წასვლის უფლება მიგვეცა ბეინსისთვის, მის ნაცვლად კი რაიან ბერტანდი შემოგვიერთდა, ხოლო დანი უელბეკს მუხლის მცირე ტრავმა აღმოაჩნდა” – აღნიშნა ჰოჯსონმა.
31 მარტს ანტონიო კონტეს გუნდი ინგლისელებს ტურინში უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ გასული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ყველა მატჩის მოგება შეძლო. ჰოჯსონის გუნდმა ხუთ ოფიციალურ და ორ ამხანაგურ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება.