თურქულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა უკრაინის 20-წლამდე ნაკრებთან, ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ამ მატჩით შეკრება დაასრულა. უკრაინელებთან გამართულ სპარინგ-მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
საქართველო: თებიძე, კაკაბაძე, გურეშიძე, გადრანი, უბილავა, გოგინაშვილი, ცნობილაძე, ცინცაძე, აბურჯანია, ენდელაძე, დარციმელია.
სათადარიგოები: გოშაძე, სანდოხაძე, კიკაბიძე, ლობჟანიძე, კაჭარავა, ენდელაძე, გოროზია, პაპუნაშვილი, ომანიძე, გავაშელიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აღნიშნულ შეკრებაზე მეორედ დაუპირისპირდა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებს, მათ წინააღმდეგ გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ქართველების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვებულთაგან დუბლი შეასრულა საბა ლობჟანიძემ.