ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 2015 წლის პირველი სათამაშო დღე საინტერესოდ წარიმართა. მთავარი მოვლენები პოდგორიცაში განვითარდა, სადაც ჩერნოგორიის ნაკრებმა რუსეთი მიიღო და გულშემატკივრების გადამკიდე, მატჩის საფინალო სასტვენამდე მიყვანა ვერ მოახერხა.
შეხვედრა პირველივე წუთზე შეწყდა, რადგან მასპინძელთა ულტრასმა რუსეთის ნაკრების მეკარეს იგორ აკინფეევს მაშხალა მოარტყა. კიპერმა გონება დაკარგა და უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამინდელი ინფორმაციით, იგორი კვლავ მძიმედაა. მატჩი დაახლოებით ნახევარ საათში განახლდა, თუმცა მისი დასრულება მაინც ვერ მოხერხდა. 66-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა დენიზ აიტეკინმა მასპინძელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც შიროკოვმა ვერ გამოიყენა. ამით გახარებული მასპინძელთა ულტრასობა კვლავ გააქტიურდა და სტადიონზე მაშხალების სროლა დაიწყეს. ამას დაემატება მოთამაშეების დაპირისპირებაც და შეხვედრა შეწყდა (VIDEO). სავარაუდოდ, ჩერნოგორიას ტექნიკური წაგება ჩაეთვლება და სხვა მკაცრი სანქციებიც არ ასცდება.
იმავე G ჯგუფში ავსტრიამ გასვლაზე გაანადგურა ლიხტენშტაინი, ხოლო შვედეთმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით მოუგო მოლდოვას.
ესპანეთის ნაკრებმა “სანჩეს პისხუანზე” უკრაინა მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გავიდა, კოკეს გადაცემის შემდეგ ალვარო მორატამ გაიტანა. უნდა აღინიშნოს იკერ კასილასის დიდებული თამაში, რომელმაც არაერთხელ იხსნა “ფურია როხა”. რასაკვირველია მომენტები მასპინძელსაც ჰქონდათ, ყველაზე რეალური შანსი სერხიო რამოსს შეექმნა, მაგრამ მისი თავური ხარიხას მოხვდა – 1:0.
სლოვაკეთის ნაკრებმა შინ ლუქსემბურგს სძლია იოლად და კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო ბელარუსმა გასვლაზე მოუგო მაკედონიას.
ინგლისის ნაკრებმა “უემბლიზე” ლიტვა მიიღო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველ ნახევარში უეინ რუნიმ და დენი უელბეკმა იხეირეს. 58-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო, ხოლო 73-ე წუთზე შეცვლაზე ორი წუთით ადრე შემოსულმა ჰარი კეინმა ნაკრებში დებიუტი გატანილი გოლით აღნიშნა – 4:0.
სლოვენიამ საკუთარ კედლებში სან მარინო გაანადგურა, ხოლო შვეიცარიამ ესტონეთს მოუგო.
C ჯგუფი
ესპანეთი – უკრაინა 1:0 (1:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
ესპანეთი (4-1-4-1): კასილასი, პიკე, რამოსი, ხუანფრანი, ალბა (ბერნატი 78), ბუსკეტსი, ინიესტა (კასორლა 74), კოკე, ისკო, სილვა, მორატა (პედრო 65).
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი, კეჩერიდი, კუჩერი, შევჩუკი, ფედეჩიჟი, ტიმოშჩუკი, სტეფანენკო (გარმაში 76), კონოპლიანკა, როტენი, იარმოლენკო, ზაზულია (კრავეტსი 32;ბუდკივსკი 91).
მწვრთნელი: მიხაილ ფომენკო
გოლი: მორატა 28.
გაფრთხილებები: რამოსი – ფედეჩიჟი, კრავეტსი, კუჩერი
მსაჯი: იუნეტ ჩაკირი
სლოვაკეთი – ლუქსემბურგი 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 ნემეცი (10), 2:0 ვაისი (21), 3:0 პეკარიკი (40).
მაკედონია – ბელარუსი 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ტრაჟკოვსკი (9), 1:1 კალაჩევი (44), 1:2 კორნილენკო (82).
1. | სლოვაკეთი | 5 | 5 | 0 | 0 | 11:2 | 15 | |
2. | ესპანეთი | 5 | 4 | 0 | 1 | 14:3 | 12 | |
3. | უკრაინა | 5 | 3 | 0 | 2 | 6:2 | 9 | |
4. | ბელარუსი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:10 | 4 | |
5. | მაკედონია | 5 | 1 | 0 | 4 | 5:12 | 3 | |
6. | ლუქსემბურგი | 5 | 0 | 1 | 4 | 3:14 | 1 |
E ჯგუფი
ინგლისი – ლიტვა 4:0 (2:0)
ლონდონი, “უემბლი”
ინგლისი (4-3-3): ჰარტი, კეჰილი, ჯონსი, კლაინი, ბეინსი, დელფი, ჰენდერსონი (ბარკლი 71), კერიკი, უელბეკი (უოლკოტი 77), სტერლინგი, რუნი (კეინი 71).
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
გოლები: 1:0 რუნი (6), 2:0 უელბეკი (45), 3:0 სტერლინგი (58), 4:0 კეინი (73).
გაფრთხილებები: სტერლინგი – ზალიუკასი, კაზლაუსკასი
მსაჯი: პაველ კრალოვეცი
სლოვენია – სან მარინო 6:0 (1:0)
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (10), 2:0 კამპლი (49), 3:0 სტრუნა (50), 4:0 ნოვაკოვიჩი (52), 5:0 ლაზარევიჩი (73), 6:0 ილიჩი (88).
შვეიცარია – ესტონეთი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 შერი (17), 2:0 ხაკა (27), 3:0 სეფეროვიჩი (80).
1. | ინგლისი | 5 | 5 | 0 | 0 | 15:1 | 15 | |
2. | სლოვენია | 5 | 3 | 0 | 2 | 10:4 | 9 | |
3. | შვეიცარია | 5 | 3 | 0 | 2 | 11:3 | 9 | |
4. | ლიტვა | 5 | 2 | 0 | 3 | 3:10 | 6 | |
5. | ესტონეთი | 5 | 1 | 1 | 3 | 1:5 | 4 | |
6. | სან მარინო | 5 | 0 | 1 | 4 | 0:17 | 1 |
G ჯგუფი
ლიხტენშტეინი – ავსტრია 0:5 (0:2)
გოლები: 0:1 ჰარნიკი (14), 0:2 იანკო (16), 0:3 ალაბა (59), 0:4 იუნუზოვიჩი (74), 0:5 არნაუტოვიჩი (93).
33-ე წუთზე ალაბამ პენალტი ვერ გაიტანა
მოლდოვა – შვედეთი 0:2 (0:0)
გოლები: იბრაჰიმოვიჩი 46;84 პენ.
გაძევება: გრანქვისტი 93.
ჩერნოგორია – რუსეთი
66-ე წუთზე შეწყდა
1. | ავსტრია | 5 | 4 | 1 | 0 | 10:2 | 13 | |
2. | შვედეთი | 5 | 2 | 3 | 0 | 7:3 | 9 | |
3. | რუსეთი | 4 | 1 | 2 | 1 | 6:3 | 5 | |
4. | ჩერნოგორია | 4 | 1 | 2 | 1 | 3:2 | 5 | |
5. | ლიხტენშტეინი | 5 | 1 | 1 | 3 | 1:11 | 4 | |
6. | მოლდოვა | 5 | 0 | 1 | 4 | 2:8 | 1 |