ფეხბურთი

23:54 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიომ სეზონი დაასრულა

ტურინის “იუვენტუსისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ვარჯიშზე დაშავდა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. იტალიის ნაკრების ექიმთა ვარაუდით, მარკიზიოს მინიმუმ 4, ხოლო უარეს შემთხევაში შესაძლოა 6 თვეც გაუცდეს.

29 წლის ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები დაიზინია და როგორც შემდგომ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადჰყო ტრავმა სერიოზული სახის აღმოჩნდა.

“იუვენტუსს” მარკიზიოს გარდა სეზონის დარჩენილი ნაწილის ჩამთავრება კიდევ ერთი წამყვანი ნახევარმცველის, ფრანგი პოლ პოგბას გარეშე მოუწევს.

მიმდინარე სეზონში მარკიზიომ “იუვენტუსის” მაისურით იტალიის ჩემპიონატში 27 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქეთა კარში 2 გოლიც გაიტანა.

0.109796