“ნიუკასლის” მარცხენა მცველი მასადიო აიდარი მიმდინარე სეზონში გუნდს ვერ დაეხმარება. ფრანგული L'Equipe-ს ინფორმაციით, ხუთშაბათს აიდარმა ოპერაცია გაიკეთა და სეზონის ბოლომდე რეაბილიტაცია დასჭირდება.
ფეხბურთელმა 28 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
ფრანგი “ნიუკასლში” 2013 წლის იანვარში “ნანსიდან” 3,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში აიდარმა პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა.