ფეხბურთი

18:26 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემი” სონგს არ გამოისყიდის

ლონდონის “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ “ბარსელონადან” ნახევარმცველ ალექს სონგის სატრანსფერო უფლებები არ გამოისყიდოს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Inside Spanish Football-ი იუწყება.

27 წლის კამერუნელი ფეხბურთელი ლონდონელთა რიგებში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და “ვესტ ჰემში” თავდაპირველად მისი თამაში აკმაყოფილებდათ. თუმცა, ჩემპიონატის მეორე ნახევარში მან გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის როლი დაკარგა.

ინგლისის პრემიერლიგაში სონგმა 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.113764