საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში არსებული შესვენებისას ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ამის შესახებ სამტრედიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
28 მარტს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სამტრედიელები თანალიგელ მარტვილის “მერანს” უმასპინძლებენ. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრას ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილები 3 აპრილს შინ ქობულეთის “შუქურას” მიიღებენ.
21 ტურის შემდეგ, “სამტრედიას” 34 ქულით 16 გუნდში მე-4 ადგილი უკავია.