საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზას გორის “დილა” 28 მარტს “ცხინვალთან” ამხანაგური მატჩით შეავსებს. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ “დილას” პრესსამსახური იუწყება.
ნახევარმცველმა ირაკლი ძარიამ, რომელიც გორულ კლუბში ზამთარში თბილისის “დინამოდან” გადავიდა, მაგრამ ტრავმირებული იყო, ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო.
გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და მომდევნო ტურში თბილისის “დინამოსთან” სტუმრად გასამართ მატჩში ითამაშებს.