ძიუდო

13:42 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი სპორტაკორდის 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში წარადგინეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის SportAccord-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საუკეთესო ოთხ ნომინანტს შორის მოხვდა ნომინაციაში – 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი.

sportAccord-ის ვერსიით საუკეთესო სპორტსმენები 4 ნომინაციაში გამოვლინდებიან, თითოეულ ნომინაციაში 4-4 საუკეთესო კანდიდატი ინტერნეტგამოკითხვის შედეგად შეირჩა.

2014 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი არიან რუმინელი კამილ მოლდოვეანუ (ჯიუ ჯიცუ), ესპანელი კილიან ჟორნი ბურგადა (სამთო-სათხილამურო ალპინიზმი) და პოლონელი მარიუჟ ვლაჟლი (ფრენბურთი).

2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი 23 აპრილს სოჭში გალა-დაჯილდოებაზე გამოვლინდება. იხილეთ ნომინაციები და ნომინანტები - http://awards.sportaccord.com/

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118095