მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩით ბუნდესლიგის “ვოლფსბურგი” დაინტერესდა.
Bild-ის ცნობით, ამ დღეებში საფეხბურთო აგენტმა ჯაკომო პეტრალიტომ, “მგლების” სურვილით, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას ხორვატიის ეროვნული ნაკრების 28 წლის ფორვარდის ტრანსფერის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მიმართა.
გაზეთის ცნობით, სწორედ შვეიცარიელმა შუამავლმა გაუკეთა ორგანიზება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ჩელსიდან” “ვიოლფსბურგში” ანდრე შურლეს გადასვლას, მანამდე კი, კლუბს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე კლაუს ალოფსის მიწვევაში დაეხმარა.
2010-2012 წლებში მანჯუკიჩი “ვოლფსბურგის” შემადგენლობაში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით ბუნდესლიგაში 20 გოლი გაიტანა. ხორვატი “ატლეტიკოში” მიმდინარე სეზონის წინ მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა და პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 12 გოლი გაიტანა.