გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთი მატჩი გაიმართა. ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “ინდიანა პეისერსს” 111:107 მოუგო.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 32 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან ოთხივე საჯარიმო სროლა გამოიყენა.
მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა “მილუოკელთა” თურქმა ფორვარდმა ერსან ილიასოვამ ჩააგდო.
“მილუოკმა” ამ მოგებით ფაქტობრივად პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა. ვისკონსინელები 36 მოგებით და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.
http://www.youtube.com/watch?v=vWhSqhf-IM0