ფეხბურთი

11:08 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” როისით დაინტერესდა

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის “ბორუსიადან” გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ მარკო როისის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

The Telegraph-ის ცნობით, “მეთოფეები” 25 წლის ფეხბურთელში ტეო უოლკოტის პოტენციურ შემცვლელს ხედავენ, რომელიც საკონტრაქტო პირობებით უკმაყოფილოა და ამის გამო შესაძლოა გუნდი დატოვოს.

ესეც რომ არა, დიდი ალბათობით, “არსენალი” დაშორდება ლუკას პოდოლსკის და ჰოელ კემპბელს, რომლებიც განათხოვრების წესით შესაბამისად მილანის “ინტერსა” და “ვილიარეალში” თამაშობენ და ამრიგად, ლონდონურ კლუბს შემტევი ნახევარმცველი აუცილებლად დაჭირდება.

როისმა, რომელმაც ბუნდელისგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თებერვალში გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ახალ ხელშეკრულებაში მისი გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა.

0.11756