ფეხბურთი

18:25 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანს “ლაციოს” სპონსორობა სურს

აზერბაიჯანი შესაძლოა საფეხბურთო კლუბ რომის “ლაციოს”სპონსორი გახდეს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა საწყისი მოლაპარაკება მარტის დასაწყისში გამართეს. ამჟამად, მათ იტალიაში აზერბაიჯანის ელჩი ვაგიფ სადიგოვი აწარმოებს. შეთანხმების შემთხვევაში, აზერბაიჯანელები რომაულ კლუბს 40 მილიონ ევროს გადაუხდიან (პირველ ეტაპზე 12 მილიონს), ხოლო “ლაციო” მაისურებზე ევროპის საზაფხულო ოლიმპიადის “ბაქო-2015”-ის რეკლამა განთავსდება.

ამჟამად, აზერბაიჯანი ორი კლუბის მადრიდის “ატლეტიკოსა” და ფრანგული “ლანსის” სატიტულო სპონსორია. გუნდების მაისურებზე განთავსებულია სლოგანი: “Azerbaijan - Land of Fire”.

სავარაუდოდ, ეს რეკლამა მადრიდელთა მაისურზე მომავალი სეზონიდან აღარ იქნება, რადგან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

თეგებილაციო
0.118905