მომავალ სეზონში კრეტას ოფი-ს შემტევი ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის ხილვა თავის რიგებში საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის “კალონის” სურს.
ინტერნეტპორტალ onsports.gr-ი იუწყება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ოფი-ში თავისი ნიჭი წარმოაჩინა და მას ყურადღება სუპერლიგის ბევრმა კლუბმა მიაპყრო, რომელთა შორის ერთ-ერთი “კალონია”.
ოფი-ში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, მერებაშვილი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი იქნება. ჯერჯერობით ქართველის მომავალი კლუბის ვინაობა უცნობია და “კალონის” წარმომადგენლები მასთან კონტაქტისთვის მზად არიან.
მიმდინარე სეზონში “კალონი” 37 ქულით საბერძნეთის სუპერლიგაში 18 გუნდში მეათეა.