მალტასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ეროვნული ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ აცნობა.
ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 29 მარტს გერმანიასთან გასამართ მატჩში ქართველებს ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარება, რომელსაც საზარდულის ტრავმა აქვს. ცხადაძის განკარგულებაში მომავალი შეხვედრისთვის შემდეგი ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (“ტოსნო”, რუსეთი), მიხეილ ალავიძე (“დინამო”, ბათუმი).
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“ომონია”, კვიპროსი), გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (“ინტერი”, აზერბაიჯანი), სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი), ლაშა დვალი (“ქასიმფაშა”, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (“ტოსნო”, რუსეთი), ლევან კაკუბავა (“სამტრედია”), ლაშა თოთაძე (“დინამო”).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”, ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), ლევან ყენია (“სლავია”, ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე (“იაგიელონია”, პოლონეთი), სანდრო კობახიძე (“ვოლინი”, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (“კარპატი”, უკრაინა), გიორგი ჭანტურია (“კლუჟი”, რუმინეთი), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (“ინტერი”, აზერბაიჯანი), მათე ვაწაძე (“ორჰუსი”, დანია).