ფეხბურთი

14:29 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” როლანდოს დაიმატებს

ბრიუსელის “ანდერლეხტის” პორტუგალიელი მცველი როლანდო მომავალი სეზონიდან “რომას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ბელგიური მედია იუწყება. როლანდო, რომელიც ბრიუსელის გუნდში იჯარის წესით თამაშობს, პორტუგალიური “პორტუს” საკუთრებაში იმყოფება.

როლანდოს შეძენის სურვილს მილანის “ინტერიც” გამოხატავს, სადაც პორტუგალიელი ფეხბურთელი 2013-2014 წლებში თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის მცველმა “ანდერლეხტის” ღირსება ბელგიის ჩემპიონატში 4-ჯერ დაიცვა.

0.108075