მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა სამი ხედირამ გერმანულ გამოცემა “კიკერთან” საუბარში განაცხადა, რომ ზაფხულში მადრიდს დატოვებს, რადგან ახალი სტიმული სჭირდება.
“ეს არაა “რეალის” საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება. მადრიდში შესანიშნავი წლები გავატარე. ვეხმარებოდი გუნდს გამარჯვებაში და დარჩენილ თვეებში კიდევ დავეხმარები, მაგრამ ახლა ახალი მოტივაცია მჭირდება, გაზრდა მინდა.
არცერთ კლუბთან ჯერჯერობით არანაირი წინასწარი შეთანხმება არ მაკავშირებს. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში”, - ამბობს ხედირა.
სამი ხედირა “რეალის” ღირსებას 2010 წლიდან მოყოლებული იცავს, მანამდე კი სახელი გერმანულ “შტუტგარტში” თამაშით გაითქვა.