“სამტრედიაში” ბრაზილიელი ფეხბურთელი გაბრიელ დო კარმო და ლიბიელი მოჰამედ ისმაელ ალგვაილი ისინჯებიან.
24 წლის ბრაზილიელი ამპლუით ფორვარდია, რომელიც სამშობლოში “კურიტიბასა” (2011 წელი) და “ვილა ნოვაში” (2012) ირიცხებოდა. ასევე, ბერძნულ “ასტერასსა” (2012-2013, 7 მატჩი) და ბულგარეთის პლოვდივის “ლოკომოტივში” (2013, 8 მატჩი ერთი გოლი) ასპარეზობდა. ბოლოს კი, საბერძნეთის “პანახაიკში” (2014, 1 მატჩი) გამოდიოდა. ამჟამად, თავისუფალი აგენტია.