თამაშგარე

10:26 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ბრაზილიელ ქალებზე აბოდებს

ამა ქვეყნად, ყველაფერი საუკეთესო ადგილზე უნდა გაისინჯოს და დაგემოვნდესო – უთქვამთ ძველებს. მაგალითად: თქმა არ უნდა იმას, რომ საუკეთესო აჭარული ხაჭაპური უპირველესად ბათუმში და ხულოში უნდა მიირთვათ, საუკეთესო ხინკალი ფშავში და საკეთესო შქმერული კიდევ რაჭაში.

რაც შეეხება საუკეთესო ქალებს, კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მეგოლის, ნეიმარის აზრით, ულამაზესნი ოდენ ბრაზილიაში ბინადრობენ და სწორედ ამიტომაც, ამ თმაქოჩორა ყმაწვილს გადაწყვეტილი აქვს, როდესაც ცოლის მოყვანას ჩაიფიქრებს, აუცილებლად ბრაზილიელ ასულზე იქორწინებს.

ნათქვამია - ყველა გასაღებს თავისი კლიტე აქვსო და მოდით, ნეიმარს ნუ განვაქიქებთ მისი ამ მკვეთრი პოზიციის გამო. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლამაზი ქალები დედამიწის უკვლებლივ ყველა კუთხეში მოიძებნება და სილამაზე ყველგან ფასდება, რიო დე ჟანეიროში იქნება ეს, ბანგკოკში თუ ძირკოკში

0.144879