ფეხბურთი

2:16 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი ქომაგებს მოთმინებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი “მალტასთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ჯვაროსნების” კარის დარაჯმა გულშემატკივრების ქცევაზე გაამახვილა ყურადღება (შეხვედრის ბოლოს, როდესაც მალტის ნაკრებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, გულშემატკივრების ერთმა ნაწილმა საქართველოს ნაკრების მიმართ სტვენა ატეხა) და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს.

“მთავარია რომ გავიმარჯვეთ და მომავალ მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით.

შეხვედრის ბოლოს გულშემატკივრების ერთმა ნაწილმა სტვენა ატეხა. დაცვაში ვთამაშობდით, უკმაყოფილებას ვიწვევდით, შეტევაში ვითამაშეთ და მაინც სტვენა დავიმსახურეთ. ქომაგებს ვთხოვ, რომ მოთმინებით მოეკიდონ ყველაფერს.

ბუნებრივია, რომ გერმანიის ნაკრებს ასე ვერ შევუტევთ და გადაწყობა მოგვიწევს”, - განაცხადა “ტოსნოს” კიპერმა.

ნუკრიმ შეხვედრა სათადარიგოთა შორის დაიწყო და გიორგი ლორია მეორე ნახევრის დაწყებისთანავე შეცვალა.

0.116847