საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის მზადების ფარგლებში, 22-25 მარტს, მესამე შეკრება “შევარდენზე” გაიარა.
სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, მიმდინარე შეკრებაზე გუნდმა მოსამზადებელი პერიოდის განვლილი ეტაპების პროგრამა გადაიმეორა და გუნდური თამაშის ახალი ელემენტები დანერგა. შეკრების ბოლო დღეს 20-წლამდელებმა და უმაღლესი ლიგის კლუბმა “არმაზმა” ერთობლივად ივარჯიშეს.
ალაფამდე (აპრილში) ჩვენი გუნდი მეოთხე, მთავარ შეკრებას გამართავს, სადაც ნაკრებს უცხოეთში მოთამაშე მორაგბეები დაემატებიან.
ტურნირი 12-დან 25 მაისის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება. ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ურუგვაის, ფიჯისა და მასპინძელი პორტუგალიის ნაკრებებს A ჯგუფში დაუპირისპირდებიან.
www.rugby.ge