ფეხბურთი

23:49 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 21-წლამდელთა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები.

პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. “დინამო თბილისის” ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. უკრაინელებმა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.

საქართველო – უკრაინა 2:1 (2:0)

საქართველო: გოშაძე, კაკაბაძე, სანდოხაძე, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, კიკაბიძე, გოგინაშვილი, ლობჟანიძე, კაჭარავა

სათადარიგოები: თებიძე, ენდელაძე, ცნობილაძე, გურეშიძე, გოროზია, პაპუნაშვილი, ომანაძე, დარციმელია, გავაშელიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

0.065572