სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:13 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხედირას “რეალთან” განშორება უჭირს

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ Marca-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას “რეალი” უყვარს და კლუბის დატოვება მისთვის ძალიან რთული იქნება.

“რეალი” მიყვარს. “სამეფო კლუბის” დატოვება ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება. მინდა ყველას ვუთხრა, სანამ “რეალში” ვიქნები მადრიდული კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ”- განაცხადა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ ხედირას “რეალთან” კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს უმთავრდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სამეფო კლუბის” მესვეურები ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11958