ფეხბურთი

19:13 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებისთვის: თბილისი – “ცხელი წყაროების” ქალაქი

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოში მომავალი ბუნდესნაკრების გულშემატკივართათვის სტატია დაწერა, რათა გერმანელებს თბილისსა და “დინამო არენაზე” წარმოდგენა შეექმნათ. საქართველოს ეროვნული ნაკრები იოახიმ ლიოვის გუნდს ევრო-2016 შესარჩევ ეტაპზე 29 მარტს უმასპინძლებს.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის სტატია თბილისზე

თითქმის 3 000 კილომეტრი ფრანკფურტიდან თბილისამდე, დაახლოებით 1 000 გერმანელი გულშემტკივარი შეუერთდება ბუნდესნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 2015 წლის პირველ მატჩში. მხარდამჭერთა გუნდს აფინანსებს კოკა-კოლა. ერთ-ერთი თბილისელი პიროვნება მოგცემთ რჩევებს და ინფორმაციას კავკასიის კიდეზე მყოფი შესანიშნავი ქალაქის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონები თბილისში ჩადიან, 29 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დასწრების რეკორდული მაჩვენებლის მოლოდინი არ გამართლდება. ამ სტადიონმა 1936 წლის შემდეგ შეიცვალა 5 სახელი და ტევადობა. ამჯამად თბილისის “დინამოს” სტადიონს ჰქვია ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” და იტევს 54 549 გულშემატკივარს.

1936 წელს სტადიონი 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. ათწლეულების განმავლობაში არენის ტევადობა რამდენჯერმე გაიზარდა და 70-იან წლებში 78 000 მაყურებელსაც იტევდა. მიუხედავად ამისა, 1979 წლის 3 ოქტომბერს, ლენინის სახელობის დინამოს სტადიონად მოხსენიებულ არენაზე, 110 000 ადამიანი ესწრებოდა ჩემპიონთა თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩს “დინამოსა” და “ლივერპულს” შორის, რომელიც თბილისელებმა 3:0 მოიგეს. 1995 წელს გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა “დინამოს” სტადიონზე 75 000 მაყურებლის წინაშე და მოიგო იურგენ კლინსმანის დუბლის მეშვეობით.

ძველი თბილისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მაძიებელი

სტადიონი მდებარეობს ქალაქის ცენტრში. თბილისის ხილვა ფეხბურთის ნახვის გარეშეც ღირს. ძველი თბილისის ნახვა თავისი ვიწრო, ხვეული, ქვაფენილიანი ქუჩებით და გამოყვანილი ხის აივნიანი სახლებით ნამდვილად ღირს. ამიტომაცაა ძველი თბილისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ინტერესის სიაში. ქალაქი 1795 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად ძალიან დაზიანდა, ბევრი შენობა არაა საუკეთესო მდგომარეობაში, რომელზეც კიდევ დიდი გავლენა მოახდინა 2002 წლის მიწისძვრამ.

ვისაც სურს წარმოდგენა შეექმნათ ქალაქის შესახებ, გირჩევთ მოგზაურობას 275 მეტრის სიმაღლის სატელევიზიო ანძისკენ. აქედან გექნებათ შესაძლებლობა დაინახოთ ქალაქი ვრცლად, გასართობი მთაწმინდის პარკიდან კი გიგანტური ბორბალის მეშვეობით შესანიშნავ ხედებს იხილავთ.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილი გოგირდის აბანოებია, ასე ეძახიან თბილისში, გერმანულად კი გადაითარგმნება როგორც “ცხელი წყარო”. მე-17 საუკუნეში 70-ზე მეტ ასეთ აბანოს წააწყდებოდით, დღესდღეისობითაც კი ჯერჯერობით საკმარისი რაოდენობაა.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ფანკლუბის წევრის გიორგი გიორგაძის რჩევები გამოაქვეყნა. გიორგი გერმანელებს ურჩევს, რომ გადაადგილებისთვის მეტრო გამოიყენონ, აგრეთვე დააგემოვნონ ქართული სამზარეულო, ეწვიონ შარდენს და მოინახულონ რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე. აღნიშნულ სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანელებს თბილისში მოგზაურობაში ადგილობრივები დაეხმარებიან, რადგან ბევრმა ქართველმა ინგლისური იცის.

0.114993