ფეხბურთი

17:43 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაროტა: “თუ პოგბა წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ მას არ შევაჩერებთ”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა აცხადებს, რომ თუ პოლ პოგბა “ბებერი სინიორას” დატოვებას გადაწყვეტს, მას არავინ შეაჩერებს.

“პოგბა საკუთარ ბედს თავად განაგებს. თუ ის წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ მას არ შევაჩერებთ. თუმცა, პოლი წასვლის სურვილს არ გამოთქვამს.

პრობლემები მას შემდეგ დაიწყება, როდესაც სხვა კლუბები მას ამჟამინდელზე ორჯერ-სამჯერ მეტ ხელფასს შესთავაზებენ. საუბარი წელიწადში ათეულობით მილიონზე გვაქვს.” – განაცხადა მაროტამ.

ცოტა ხნის წინათ, “იუვენტუსის” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, პაველ ნედვედმა დაადასტურა, რომ პოგბას შეძენის სურვილს “პარი სენ ჟერმენი”, “რეალი” და “ბარსელონა” გამოთქვამენ.

0.113006