ფეხბურთი

17:35 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შკრტელმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

“ლივერპულის” ცენტრალური მცველი მარტინ შკრტელი გუნდს მომდევნო სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

სლოვაკმა ფეხბურთელმა, “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართულ შეხვედრაში (1:2), მეტოქე გუნდის მეკარეს, დავიდ დე ხეას ფეხი დააბიჯა. ფეხბურთის ასოციაციაში ეპიზოდი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ შკრტელმა განზრახ იუხეშა. ასოციაციამ 30 წლის ფეხბურთელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შკრტელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ის პრემიერლიგაში “არსენალთან” და “ნიუკასლთან”, ხოლო თასზე “ბლექბერნთან” ვერ ითამაშებს.

0.147567