კალათბურთი

17:21 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკი მოხსნებში 10 000-იან ზღვარს გადასცდა

“დალას მავერიკსის” გერმანელი ფორვარდი დირკ ნოვიცკი მოხსნებში 10 000-იან ნიშნულს გადასცდა. გამთენიისას “დალასმა” “სან ანტონიო” 101:94 დაამარცხა, დირკმა გუნდს 15 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. ამ მატჩამდე ნოვიცკის ნბა-ში 9991 მოხსნა ჰქონდა შესრულებული, - ახლა კი 10 004 მოხსნა აქვს.

ნბა-ს ისტორიაში ნოვიცკი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც 27 000-ზე მეტი ქულა და 1 000-ზე მეტი სამქულიანი ჩააგდო, ასევე 10 000-ზე მეტი მოხსნა და 1000-ზე მეტი ბლოკი გააკეთა.

0.118225