ფეხბურთი

16:12 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი – “ბაიერნის” ახალი სამიზნე  

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების და “ვოლფსბურგის” ლიდერმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა კარიერა მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელოს. ბენილუქსელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა “მგლები” შემტევს ამ ფასად შეელიონ.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მოთამაშემ 39 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

“ვოლფსბურგმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ჩელსისგან” ანდრე შურლე 32 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და აქედან გამომდინარე, კლუბს ფინანსურად ისე ნამდვილად არ უჭირს, კევინი 28 მილიონ ევროდ რომ დათმოს.

“რეკორდაისტერების” საბაზრო პოლიტიკა გერმანიაში კვლავ გრძელდება, დაასუსტოს რა კონკურენტი გუნდის შემადგენლობა. გასული წლის ზაფხულში მიუნხენელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერი, პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი სრულიად უფასოდ აართვეს.

0.136241