ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი მომდევნო სანაკრებო მატჩებს ლიტვასთან (ევროშესარჩევი, 27 მარტი) და იტალიასთან (ამხანაგური, 31 მარტი) გამოტოვებს. 20 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს, “სამი ლომის” თავკაც როი ჰოჯსონისთვის უკვე მეოთხე დანაკლისია.
რაჰიმი “ლივერპულს” დაუბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის. სტერლინგამდე ინგლისის ნაკრებს “საუთჰემპტონის” მეკარე ფრეიზერ ფორსტერი, “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ლუკ შოუ და “მერსისაიდელთა” ნახევარმცველი ადამ ლალანა დააკლდნენ.
მიმდინარე სეზონში სტერლინგმა 43 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.