მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
Sky Sport Italia ირწმუნება, რომ “მანჩესტერ სიტიმ” 55 წლის იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკება დაიწყო.
მანეულ პელეგრინის ხელმძღვანელობით მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალიდან გამოეთიშნენ, არადა, “სიტის” მეპატრონეებს ევროთასებზე გამარჯვება სურთ.
ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგა “მილანში” ორჯერ მოუგია (2003 და 2007 წლებში), ხოლო ერთხელ “რეალში” (2014 წელი).
2009-2011 წლებში ის “ჩელსიში” მუშაობდა, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში, თასზე და სუპერთასზე გაამარჯვებინა.